ქართული სახეები უცხოეთში

                                                  www.geofaces.org

ა    გ            ი     მ  ნ      ჟ    ს  ტ  უ  ფ            ც    წ       

         
მთავარი
პროექტის შესახებ
კონტაქტი

 

 ამერიკა
  დიდი  ბრიტანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ესპანეთი
  იტალია
  შვეიცარია
  თურქეთი
ჩინეთი
  უკრაინა
  ლიტვა
  ლატვია
  ესტონეთი
  რუსეთი
  აზერბაიჯანი
  სომხეთი
სხვა ქვეყნები
 

 

მსოფლიოში აღიარებული კარდიოქირურგი ლეო ბოკერია 70 წლისთავს საოპერაციოში შეხვდა

რუსეთის პირველი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია 22 დეკემბერს 70 წლის გახდა და დაბადების დღეს სამსახურში, საოპერაციო მაგიდასთან შეხვდა. მან მილოცვა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინსგანაც მიიღო.

ლეო ბოკერიას გულზე 5 ათასი ოპერაცია აქვს ჩატარებული, მათგან ბევრი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქირურგმა სპეციალურ ბაროკამერაში ასეულობით ოპერაცია გააკეთა. ამ მოწყობილობაში იმ ადამიანებს უმკურნალა, რომლებიც ჩვეულებრივ წნევას ვერ გაუძლებდნენ. ბაროკამერაში შექმნილი პირობები კი წყალში 25 მეტრის სიღრმის მონაცემებს უახლოვდება.

ლეო ბოკერია პირველი იყო, რომელმაც მანამდე უიმედო პაციენტებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო. იგი დღემდე მკურნალობს მათ, ვისაც ხვა ექიმებმა უარი უთხრეს. მის სახელს უკავშირდება რუსეთში 10 წლის წინ დაწყებული აქცია ”Прикоснись к сердцу ребенка”, რომლის ფარგლებში 14 ათას ბავშვს გულზე ოპერაცია გაუკეთდა. ლეო ბოკერია გულის არითმიის ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

ქირურგს ეკუთვის 150 პატენტი გამოგონებაში. გამოაქვეყნა 1000-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 100-ზე მეტი უცხოეთში.

12.2009
 

  ბიზნესი
  პოლიტიკა
  საზოგადოება
  განათლება
  მეცნიერება
  სპორტი
  ხელოვნება
  მედია