|
ქართული სახეები
უცხოეთში www.geofaces.org |
||||
|
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
||||
|
მთავარი
პროექტის შესახებ
კონტაქტი
ამერიკა დიდი ბრიტანეთი გერმანია საფრანგეთი ესპანეთი იტალია შვეიცარია თურქეთი ჩინეთი უკრაინა ლიტვა ლატვია ესტონეთი რუსეთი აზერბაიჯანი სომხეთი სხვა ქვეყნები
|
ქუთაისში აფეთქებულ ”დიდების მემორიალს”
მოსკოვში წერეთელი აღადგენს, ხოლო ფინანსებს ხუბუტია მოაგროვებს
პრემიერის ინიციატივას რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია უკვე გამოეხმაურა და ”კომერსანტთან” საუბარში აღნიშნა: ”ორგანიზაციამ ქუთაისი მემორიალის აღსადგენად ნებაყოფლობითი შემოწირულობების შეგროვება უკვე დაიწყო. ამ პროცესს მთავრობა გააკონტროლებს და მას ეცოდინება ვინ და რამდენი გაიღო. რუსეთის ხელისუფლება კავშირზე არანაირ ზემოქმედებას არ ანხორციელებს. ჩვენ თავად გვინდა ყველაფრის გაკეთება, რომ ჩვენი პრემიერს არ ვუღალატოთ”. ხუბუტია მემორიალის აღსადგენად კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, თუმცა, ამტკიცებს, რომ ამისთვის მილიონობით დოლარია საჭირო. თავად მემორიალის ავტორი მერაბ ბერძენიშვილი კომენტარების გაკეთებას თავს არიდებს. თუმცა, ”კომერსანტს” მისი მეუღლე დაუკავშირდა და განუცხადა: ”ხელოვანი მადლობას უხდის პუტინს წინადადებისთვის, მაგრამ ძეგლის აღდგენა შეუძლებელია. კომბინატი, რომელმაც მემორიალი დაამზადა, დიდი ხანია აღარ არსებობს. განადგურებულია ნახაზებიც. თუ, ვინმე მაინც გააკეთებს მას, იგივე ნამუშევარი არ იქნება. მერაბი მასზე საკუთარ სახელს არ წააწერს.” ავტორის განცხადების მიუხედავად, რუსეთის მხატვართა კავშირის ხელმძღვანელმა სკულპტორმა ანდრეი კოვალჩუკმა მემორიალის აღდგენისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
12.2009 |
ბიზნესი
პოლიტიკა
საზოგადოება
განათლება
მეცნიერება
სპორტი
ხელოვნება
მედია
|
||