ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ლექციები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის
პროფესორმა გია დვალმა წაიკითხა, თემაზე „კოსმოლოგია
და ნაწილაკების ფიზიკა 21-ე საუკუნეში“. ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის CERN-ის თანამშრომელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი საქართველოს ფარგლებს გარეთ 1992 წლიდან მოღვაწეობს. მისი სამეცნიერო საქმიანობა ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის პრემიით აღინიშნა.
ნობელის პრემიის ანალოგით გერმანიის განათლების სამინისტრო წამყვან მეცნიერებს აჯილდოებს. ქართველი ფიზიკოსის კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებს განეკუთვნება.
გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა.შ. - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გია დვალი კვლევების მთელ სპექტრს აწარმოებს, რომლის შედეგებსაც პროფესორი თავის ლექციებში მიმოიხილავს.
18.08.09
http://www.interpressnews.ge/

