ქართული სახეები უცხოეთში

                                                  www.geofaces.org

ა    გ            ი     მ  ნ      ჟ    ს  ტ  უ  ფ            ც    წ       

         
მთავარი
პროექტის შესახებ
კონტაქტი

 

 ამერიკა
  დიდი  ბრიტანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ესპანეთი
  იტალია
  შვეიცარია
  თურქეთი
ჩინეთი
  უკრაინა
  ლიტვა
  ლატვია
  ესტონეთი
  რუსეთი
  აზერბაიჯანი
  სომხეთი
სხვა ქვეყნები
 

 

ოთარ იოსელიანი ახალ ფილმს იღებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა

ოთარ იოსელიანმა ახალ ფილმზე, სახელწოდებით ”უსარგებლო” დაიწყო მუშაობა. ამ დროისთვის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთში გაგრძელდება. სურათის პროდიუსერია მარტინ მარინიაკი (Pierre Grise Productions, საფრანგეთი) და ოლეგ კოხანი (SOTA Cinema Group, უკრაინა).

მთავარ როლს ქართველი მსახიობი დათო ტარიელაშვილი ასრულებს, რომელიც იოსელიანის სხვა ფილმშიც ”ორშაბათის დილა” მონაწილეობდა. სიუჟეტის მიხედვით, მისი გმირი ნიკოლასი ახალგაზრდა რეჟისორია, რომელიც ჯერ საბჭოთა ცენზურის პირობებში, საკუთარ სამშობლოში ცდილობდა შემოქმედებით მუშაობას, ხოლო შემდეგ საფრანგეთში - კომერციული საქმიანობის აწყობას. ”გოსკინოს” თავმჯდომარე ბორის ფირსოვი (ამ როლს უკრაინელი მსახიობი ბოგდან სტუპკა თამაშობს), რომელიც საბჭოთა კავშირის ელჩი ხდება საფრანგეთში, ფილმის გმირს ქვეყნის დატოვებაში ეხმარება. თუმცა, ახალგაზრდა რეჟისორი დასავლური კინემატოგრაფიის სისტემას ეჯახება და აღმოჩნდება, რომ მისი ფილმები დიდად არავის აინტერესებს.

ფილმში მონაწილეობენ სხვა ქართველი მსახიობებიც: გივი სარჩემილიძე, ნიკა ენდელაძე, თამილა ქარუმიძე.

გადაღებები წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს. ფილმის ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 მილიონი ევროა.

წყარო: http://www.cinematheque.ru/post/141268

09.2009

  ბიზნესი
  პოლიტიკა
  საზოგადოება
  განათლება
  მეცნიერება
  სპორტი
  ხელოვნება
  მედია