ა    გ            ი     მ  ნ      ჟ    ს  ტ  უ  ფ            ც    წ       

 
  მთავარი
  პროექტის შესახებ
  კონტაქტი

 

 

ლევან ლომიძე - პირველი რუსი გიტარისტი, რომელიც ბლუზის ქვეყანაში, ამერიკაში აღიარეს

 
ლევან ლომიძე 1964 წელს თბილისში დაიბადა. ამჟამად რუსეთის ბლუზში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და საკუთარ ჯგუფთან ერთად (Blues Cousins) თვეში 30-ზე მეტ კონცერტს მართავს. მასზე ისეთი მოთხოვნაა, რომ გასტროლები თვეებით ადრეა გაწერილი.
ლევან ლომიძეზე რუსული პრესა წერს, რომ მან ბლუზმენზე შექმნილი მითები (იყოს ღარიბი, უბედური, მუდმივად მთვრალი და იმღეროს დაკარგულ სიყვარულზე) საბოლოოდ დაანგრია. ლევანი კლუბში თეთრი BMW-თი დადის, არ ეწევა და კონცერტის წინ ლუდსაც კი არ სვამს. მის ცოცხალ მუსიკას სოლიდური საზოგადოება უსმენს.
ლევანს სხვა მუსიკოსებისგან ერთი ნიშნითაც განასხვავებენ. რუსი ჟურნალისტების შეფასებით, მას მაყურებელზე ზემოქმედება და დარბაზის ”ხელში აყვანა” შეუძლია. ყველაზე მოწყენილი საზოგადოებაც კი, რომელიც სალათ ”ცეზარს” ელის, 10-15 წეუთში ერთ მხიარულ ჯგუფად იქცევა.
ბლუზმენს კიდევ ერთი ნიჭი აქვს - მას საინტერესო იდეების მხოლოდ გენერირება კი არა, ცხოვრებაში განხორციელებაც შეუძლია. იგი თავად აკეთებს კონცერტების, ფესტივალების, საღამოების ორგანიზებას.
ლევანი პირველი რუსი გიტარისტია, რომელიც ბლუზის ქვეყანაში, ამერიკაში აღიარეს 2002 წელს ვაშინგტონის ბლუზმენთა საზოგადოებასთან მუსიკოსმა  ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ამერიკაში 5 ტურის ჩატარებას ითვალისწინებდა. მასში აშშ-ში ყველაზე პრესტიჟული ბლუზ-ფესტივალებიც შედიოდა. ჯამში ლევანმა 100 კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთში ფესტივალზე « Blues Sur Sein 2000» ლევანი მაყურებელთა სიმპატიის პრიზით დააჯილდოვეს. იგი აღიარებულია რუსეთის წლის საუკეთესო ბლუზმენად.
2005 წელს ამერიკულმა კომპანია Jazz Stream Records -მ მუსიკოსის ”ცოცხალი” ალბომი გამოუშვა სახელწოდებით Live in USA .
ჟურნალების Audio - Video , Music Box , Guitars . ru შეფასებით ლევან ლომიძე რუსეთის 10 საუკეთეო გიტარისთა შორისაა.
 
08.2009
 
ოფიციალური საიტი: http://www.blues-cousins.ru/
 
  ბიზნესი
  საზოგადოება
  განათლება
  სპორტი
  ხელოვნება
  მედია
 
 
  ამერიკა
  დიდი ბრიტანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  უკრაინა
  რუსეთი
  თურქეთი