|
ქართული სახეები
უცხოეთში www.geofaces.org |
||||
|
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
||||
|
მთავარი
პროექტის შესახებ
კონტაქტი
ამერიკა დიდი ბრიტანეთი გერმანია საფრანგეთი ესპანეთი იტალია შვეიცარია თურქეთი ჩინეთი უკრაინა ლიტვა ლატვია ესტონეთი რუსეთი აზერბაიჯანი სომხეთი სხვა ქვეყნები
|
ქართველ გოგონას ტორონტოში 5 დღეა პოლიცია უშედეგოდ ეძებს
მარიამს თან არ ჰქონდა მობილური, ფული და პასპორტი. იგი კანადაში საცხოვრებლად სამი თვის წინ გადავიდა, სადაც მას მშობლები ელოდნენ. მას ტორონტოში არ ჰყავს მეგობრები და სხვა ნათესავები. პოლიცია განსაკუთრებული ძალებით ძებნას ორშაბათამდე გააგრძელებს. თუ თინეიჯერის კვალს მანამდე ვერ მიაგნეს, შესაძლოა, ძალისხმევა შეამცირონ. გოგონას რაიმე ნიშნის აღმოსაჩენად, სკოლიდან 4 კილომეტრის რადიუსზე მაცხოვრებლებს პოლიციამ საკუთარი საცხოვრებლების შემოწმება სთხოვა. ამაში შედის ავტომობილის სადგომები და სხვა სათავსოებიც. პარალელურად, ძალოვანი სტრუქტურები მოხალისეებთან ერთად ძებნას განაგრძობენ. იჩხრიკება გასასვლელები, ეზოები და სარდაფები. ახლომდებარე სახლის მეთვალყურემ პოლიციას ვიდეოთვალის გადაღებული მასალა გადასცა. მარიამის მშობლები ბოლო ხუთი წელი ლოს-ანჟელესში ცხოვრობდნენ და ტორონტოში საცხოვრებლად შარშან მაისში გადავიდნენ. სწორედ აქ ჩამოიყვანეს მათ შვილები, რომლებიც მანამდე საქართველოში ბებიასა და ბაბუასთან ერთად იზრდებოდნენ. მშობლებმა ბრიფინგისას განაცხადეს, რომ მარიამი ახალი სიტუაციის გამო უკმაყოფილებას არ გამოხატავდა და იგი მორცხვი და მშვიდი გოგონაა. თინეიჯერის მამამ, ვახტანგმა მას ”სრულყოფილი შვილი და სრულყოფილი მოსწავლე” უწოდა. პოლიცია სთხოვს ყველას, რაიმე ინფორმაციის შემთხვევაში, აუცლებლად დარეკონ სპეციალურ ნომრებზე. 09.19.2009 |
ბიზნესი
პოლიტიკა
საზოგადოება
განათლება
მეცნიერება
სპორტი
ხელოვნება
მედია
|
||