ქართული სახეები უცხოეთში

                                                  www.geofaces.org

ა    გ            ი     მ  ნ      ჟ    ს  ტ  უ  ფ            ც    წ       

         
მთავარი
პროექტის შესახებ
კონტაქტი

 

 ამერიკა
  დიდი  ბრიტანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ესპანეთი
  იტალია
  შვეიცარია
  თურქეთი
ჩინეთი
  უკრაინა
  ლიტვა
  ლატვია
  ესტონეთი
  რუსეთი
  აზერბაიჯანი
  სომხეთი
სხვა ქვეყნები
 

 

ვალერი მელაძე ცოლს 20 წლის შემდეგ გაშორდა

 

28 აგვისტოს, 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 44 წლის ვალერი მელაძე ცოლს ოფიციალურად გაშორდა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მომღერალმა ერთი თვის წინ კონკურსზე "Íîâàÿ âîëíà" განაცხადა. ოჯახიდან წასვლის მიზეზი მას არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ზოგადი ფრაზით ”ხასიათის შეუთავსებლობა” შემოიფარგლა. რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ მელაძის ახალი რჩეული ანსამბლ "ÂÈÀ Ãðà"-ს სოლისტი ალბინა ჯანაბაევაა. თუმცა, წყვილი ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას არ ჩქარობს.

ვალერისა და მის მეუღლეს ირინას შორის ურთიერთობა 15 წლის წინათ დაიძაბა, როდესაც წყვილი მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდა. ვალერი კარიერით იყო დაკავებული, ირინა კი მისთვის უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. მომღერლის ცხოვრების რიტმმა ოჯახურ ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედა და კონფლიქტებიც დაიწყო.

ქორწინებიდან ვალერი მელაძეს სამი ქალიშვილი ჰყავს: ინგა, სონია და არინა. უფროსი ინგა ინგლისში ცხოვრობს და მომავალ წელს ინსტიტუტში სწავლის გაგრძელებას აპირებს. სონიას ვალერი საუკეთესო მეგობრად  და კომპანიონად თვლის, ამიტომ გასტროლებზე ხშირად თან დაჰყავს. უმცროსი არინა მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული და კონცერტებშიც მონაწილეობს. თუმცა, მამას მისი ცხოვრების სცენასთან დაკავშირება არ სურს, რადგან თვლის, რომ ამ შემთხვევაში პირადის აწყობა გაუჭირდება.

28.08.2009

 

  ბიზნესი
  პოლიტიკა
  საზოგადოება
  განათლება
  მეცნიერება
  სპორტი
  ხელოვნება
  მედია