ქართული სახეები უცხოეთში

                                                  www.geofaces.org

ა    გ            ი     მ  ნ      ჟ    ს  ტ  უ  ფ            ც    წ       

         
მთავარი
პროექტის შესახებ
კონტაქტი

 

 ამერიკა
  დიდი  ბრიტანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ესპანეთი
  იტალია
  შვეიცარია
  თურქეთი
ჩინეთი
  უკრაინა
  ლიტვა
  ლატვია
  ესტონეთი
  რუსეთი
  აზერბაიჯანი
  სომხეთი
სხვა ქვეყნები
 

 

მირილაშვილი რუსული სოციალური ქსელის კონტროლიდან საერთაშორისო ასპარეზზე გადადის

რუსულმა უდიდესმა სოციალურმა ქსელმა  vkontakte.ru, რომელიც Facebook-ის რუსული ანალოგია, დომენი vk.com იყიდა. ამას ამერიკული რეგისტრატორის GoDaddy-ის მონაცემები ადასტურებს. დომენი 1997 წლის ივნისში შეიქმნა და ხელახალი რეგისტრაცია 2009 წლის 28 აგვისტოს გაიარა.  კომპანია «В контакте»-ს აღმასრულებელი დირექტორის ლევ ლევიევის განცხადებით, საიტი vk.com ოქტომბერში ერთდროულად 12 ენაზე გაიშვება და ის კომპანიის საერთაშორისო ბრენდი იქნება. გარიგების ფასის შესახებ ფირმის წარმომადგენლები სდუმან. კომპანია არც ფინანსურ ანგარიშებს აქვეყნებს. თუმცა, გამოცემა Ведомости-ს ინფორმაციით, «В контакте»-მ მხოლოდ 2009 წლის პირველ ნახევარში 4,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო დომენის ყიდვაზე მაქსიმუმ 100 ათასი დოლარი დაეხარჯებოდა.

TNS-ის მონაცემებით, «В контакте» ყველაზე მსხვილი რუსული სოციალური ქსელია. ივნისში მისი აუდიტორია 13,9 მილიონ უნიკალურ მომხმარებელს შეადგენდა. მისი უახლოესი კონკურენტი «Одноклассники»-ს კი - 12,4 მილიონს. რაც შეეხება ფასებს, Ведомости-ს გათვლებით, ერთი მომხმარებელი, საშუალოდ 10 დოლარი ”ღირს”, ამიტომ კომანიის ფასი შესაძლოა 80 მილიონ დოლარზე მეტი იყოს.

თუმცა, სხვა მაშტაბებია საერთაშორისო ასპარეზზე. ყველაზე მსხვილ Facebook-ს 225 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 63 ენაზეა, ხოლო MySpace-ზე 130 მილიონია რეგისტრირებული და მას 33 ლოკალური საიტი აქვს. თუმცა, აგვისტოში MySpace-მა 10 ლოკალური საიტი, მათ შორის რუსეთშიც, დახურა.

Vkontakte.ru 2006 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული. მისი მფლობელი კომპანა «В контакте»-ს დამფუძნებლები არიან: მამა-შვილი მიხეილ (10%) და  ვიაჩესლავ (60%)  მირილაშვილები, ლევ ლევიევი (10%), პაველ დუროვი (20%). მიხეილ მირილაშვილი გატაცების ორგანიზებისა და მკვლელობისთვის 2003 წლიდან იხდის სასჯელს.

შვილმა ვიაჩესლავ მირილაშვილმა, რომელიც 25 წლისაა, 2006 წელს Tufts-ის უნივერსიტეტი დაამთავრა ამერიკაში. იგი Vkontakte.ru-ზე მე-3 ნომრადაა რეგისტრირებული.

09.2009

 

 

  ბიზნესი
  პოლიტიკა
  საზოგადოება
  განათლება
  მეცნიერება
  სპორტი
  ხელოვნება
  მედია