|
ქართული სახეები
უცხოეთში www.geofaces.org |
||||
|
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
||||
|
მთავარი
პროექტის შესახებ
კონტაქტი
ამერიკა დიდი ბრიტანეთი გერმანია საფრანგეთი ესპანეთი იტალია შვეიცარია თურქეთი ჩინეთი უკრაინა ლიტვა ლატვია ესტონეთი რუსეთი აზერბაიჯანი სომხეთი სხვა ქვეყნები
|
ამერიკელ მილიონერებს
საქართველოში ხელით მოქსოვილი
მოდელები აცვიათ
- ამერიკაში ოთხი წლის წინათ ჩამოვედი და ”Vlad Knitwear”-ში დავიწყე მუშობა. ეს კომპანია ცნობილი დიზაინერების მოდელებს ამზადებს. ჩემი პირველი ნამუშევარი ”ოსკარ დე ლა რენტასთვის” ხელით მოქსოვილი კაბა იყო. მხოლოდ ხელით ნაქსოვებზე ვმუშაობთ. შემდეგ უკვე გადავწყვიტე შეკვეთები ამეღო და თბილისში ბიზნესი წამომეწყო. ამ იდეამ გაამართლა. საქართველოში ამ საქმეს კოორდინაციას დედაჩემი უწევს.. - თვეში დაახლოებით რამდენი შეკვეთა შეიძლება გქონდეთ? - სეზონების მიხედვით გვიკვეთავენ და წელიწადში ოთხი კოლექციისთვის ვქსოვთ. მოცულობა მაღაზიებზეა დამოკიდებული და რადგან ძვირფასი ხაზია ათასობით მოდელი არ იქმნება. მათი რაოდენობა, ძირითადად, 30-დან 250-მდე მერყეობს. - არის თუ არა მოდელების შესრულების პირობები? - ძალიან მკაცრი პირობებია. რასაკვირველია, ხარისხზე ლაპარაკი არაა, საუკეთსო უნდა იყოს. საქართველოში იგზავნება ნიმუში და ყველა ნამუშევარი მისი მიხედით უნდა დამზადდეს. მართალია ხელით იქსოვება, მაგრამ ყველა მათგანი ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა ჰგავდეს. რა მოცულობის შეკვეთაც არ უნდა იყოს, მაქსიმალური დრო მის შესასრულებლად 8 კვირაა. - საჭირო მასალით თავად გამარაგებენ? - კი. აბსოლუტურად ყველა მასალას თავად გვაძლევენ. ძალიან ძვირფასი მასალაა. მაგალითად ერთი კილოგრამი ქაშმირი 280 დოლარი ღირს. ამიტომ ამ შეკვეთებს მათ ასრულებინებენ, ვისაც ენდობიან. როდესაც პირველი შეკვეთა ავიღე, მისი მოცულობა ძალიან მცირე იყო - საჭირო იყო ნდობის მოპოვება. 20 ცალი უნდა დამემზადებინა. მართალია, მასალა თავად მომცეს, მაგრამ საქართველოში გაგზავნის ხარჯები თავად დავფარე. რამდენიმე შეკვეთა ისე შევასრულე, რომ მოგება არ მქონია. ახლა უკევ მეორე წელია სტაბილურად, ყველა სეზონის კოლექციას ვასრულებთ. მართალია, დაკვეთების მოცულობა თანდათან იზრდება, მაგრამ ძალიან ცოტას გვიხდიან - იაფ მუშახელს ეძებენ. ერთ ნაქსოვს საშუალოდ 45 დოლარად ვასრულებთ. არადა, მისი გასაყიდი ფასი 2500 დოლარია. მცირე ანაზღაურების მიუხედავად, მაინც ვმუშაობ, რადგან ვთვლი, რომ ამ საქმეს პერსპექტივა აქვს და მომავალზეა გათვლილი. - საქართველოში რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული? - თბილისში, ძირითადად, 20 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც საკუთარ სახლში ქსოვენ. თუ დიდი მოცულობის შეკვეთაა, დამატებითი ადამიანები აგვყავს. ყველაფერი მაღაზიებზეა დამოკიდებული. მე პირდაპირ მოდელიორებზე არ ვმუშაობ. შეკვეთებს ჩემი კორპორაციის (”Vlad Knitwear”) შუამავლობით ვიღებ ანუ ქვეკონტრაქტორი ვარ. საქართველოში ძალიან დიდი რესურსია. შეიძლება ბევრ ცნობილ დიზაინერზე ერთდროულად მუშაობა. თუმცა, ამისთვის კონტაქტებია საჭირო. მომავალში, მინდა, რომ ამასაც მივაღწიო. ჩემს დასაქმებულებში ძირითადად, არიან მასწავლებლები, დიასახლისები, პენსიონერები და ის კატეგორია, რომელსაც დამატებითი შემოსავალი სჭირდება. ზოგჯერ ისეთი შეკვეთასაც ვიღებ, რომ მე არაფერი მრჩება, მაგრამ ამ ადამიანებს შემოსავალი აქვთ. ჯერჯერობით თბილისში დამზადებულ ნაწარმს საქართველოს სახელი არ აწერია, მაგრამ უახლოეს ხანებში იარლიყები დამზადდება და დაეწერება. - საქართველოში მოქსოვილი რომელ ცნობილ ადამიანს აცვია? - ჟურნალ ”ვოგში” მარია შარაპოვას ეცვა ტუნიკა, რომელიც თბილისში მოიქსოვა. ჯონ მაკკეინის მეუღლე სინდი კი რესპუბლიკელების ყრილობაზე ასევე ჩვენი დამზადებული ბოლეროთი მივიდა. ის მართალია 2009 წლის კოლექციიდანაა და ჯერ გაყიდვაში არ გასულა, მაგრამ მისთვის გამონაკლისი დაუშვეს და შეკვეთა სასწრაფოდ შევასრულეთ. ამ ბოლეროებზე ძალიან დიდი შეკვეთა გვქონდა, სულ 500 ცალია დამზადებული. - თუ ყოფილა შემთხვევა, რომ კოლექციაზე მუშაობა დაგისრულებიათ და შემდეგ დამატებით კიდევ მოუთხოვიათ? - დიახ, ყოფილა. - საკუთარი კოლექციების გაკეთებას ხომ არ აპირებთ? - კი ვაპირებ და სხვაც ბევრი იდეა მაქვს. თუმცა, საკუთარი კოლექციის გაკეთებას დიდი რეკლამა და ფული სჭირდება. ამიტომ ბიზნეს-პარტნიორის მოძებნა მინდა, რომელიც ფინანსურად მომეხმარება. რესურსი და შესაძლებლობა ძალიან დიდია. 11.08 www.geofaces.org |
ბიზნესი
პოლიტიკა
საზოგადოება
განათლება
მეცნიერება
სპორტი
ხელოვნება
მედია
|
||