ქართული სახეები უცხოეთში

                                                  www.geofaces.org

ა    გ            ი     მ  ნ      ჟ    ს  ტ  უ  ფ            ც    წ       

         
მთავარი
პროექტის შესახებ
კონტაქტი

 

 ამერიკა
  დიდი  ბრიტანეთი
  გერმანია
  საფრანგეთი
  ესპანეთი
  იტალია
  შვეიცარია
  თურქეთი
ჩინეთი
  უკრაინა
  ლიტვა
  ლატვია
  ესტონეთი
  რუსეთი
  აზერბაიჯანი
  სომხეთი
სხვა ქვეყნები
 

 

ხიზანიშვილი ”მიდლსბროს” მაისურით შესაძლოა მომავალ უქმეებზე ვიხილოთ

 

[”მსოფლიო სპორტი”]
ინგლისის პირველი დივიზიონის წევრმა “მიდლსბრომ” პრემიერლიგელ “ბლექბერნთან” ზურაბ ხიზანიშვილის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკება წამოიწყო და თუკი შეთანხმებას მიაღწია, 27 წლის ქართველ მცველს უკვე მომავალ უქმეებზე “იფსვიჩთან” მატჩში დაასაქმებს.

ბოროელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა მცველის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც უკანა ხაზში მწვავე პრობლემა შეექმნა. კლუბმა რობერტ ჰუტი “სტოკში” გაყიდა, მეტიუ ბეიტსი მძიმედ ტრავმირებულია და ასპარეზობას სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს, კაპიტანი ემანუელ პოგატეცსა და კრის რიგოტს კი ასევე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ და მინდორზე გასვლას ვერ ახერხებენ.

ამ ფონზე “მიდლსბროს” პირველ გუნდში თამაშის გამოცდილებით ერთადერთი მცველი დევიდ უიტერი შერჩა და მას კაპიტნის სამკლაურიც უბოძა, საუთგეიტმა კი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა დაიწყო.

თავდაპირველად, ბოროელები “შეფილდ იუნაიტედის” წევრ მეტიუ კილგალონისა და “პრესტონის” მოთამაშე შონ ლედგერის გადაბირებაზე მუშაობდნენ, თუმცა, როდესაც ხელი მოეცარათ, აქცენტი ქართველ მცველზე გადაიტანეს.

საუბარია იჯარაზე, რომლის თანახმადაც ხიზანიშვილი “მიდსლბროში” სეზონის ბოლომდე დარჩება, შემდეგ კი მხარეები დამატებით მოლაპარაკებას გამართავენ.

ცნობისთვის, საუთგეიტის გუნდი პრემიერლიგიდან პირველ დივიზიონში გასული სეზონის შედეგების მიხედვით დაქვეითდა და ამჟამად, 5 ტურის თავზე 10 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

09.2009

  ბიზნესი
  პოლიტიკა
  საზოგადოება
  განათლება
  მეცნიერება
  სპორტი
  ხელოვნება
  მედია